„იმედი მაქვს, რეგულაცია მუდმივი „მწვანე სტატუსის“ შესახებ შეიცვლება“-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„რეგულაცია, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილებს საქართველოში „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნებათ, შესაცვლელია. ქვეყანაში რეინფიცირების უკვე 5 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა გარანტიას, –  კოვიდი ისევ არ დაგემართებათ. კიდევ დაგროვდება სამედიცინო მტკიცებულებები, იმედი მაქვს, ეს რეგულაცია შეიცვლება“.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა “მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნებათ.

კომენტარები