„იმის მოლოდინი, რომ ბოკერიას ოდესმე მოუწევს ვინმესთან დაკავშირებით ამინისტიის გადაწყვეტილების მიღება, არ მაქვს ნამდვილად“

პარლამენტში ბიუროს სხდომა ჩატარდა.

პირველმა ვიცე – სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, ამნისტიის დაანონსებასთან დაკავშირებით ტაქტიკური სვლა უწოდა.

ბიუროს სხდომის შემდეგ ჩუგოშვილმა განაცხადა:

„არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ბოკერიას ოდესმე ვინმესთან დაკავშირებით ამნისტიის გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

როგორც ვხვდები, „ევროპული საქართველო“ აცნობიერებს, რომ რადიკალური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს, მათთვის ელექტორალურად არის წამგებიანი და ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ამომრჩეველი გამოკვეთონ და ეს ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისგან განსხვავდება. ჩემი აზრით, ეს არის მათი გარკვეული ტაქტიკური ნაბიჯი, თუმცა, იმის მოლოდინი, რომ ბოკერიას ოდესმე მოუწევს ვინმესთან დაკავშირებით ამინისტიის გადაწყვეტილების მიღება, არ მაქვს ნამდვილად, იმიტომ, რომ მე ის ვერ წარმომიდგენია ხელისუფლებაში“.

კომენტარები