იმოქმედეთ, დროზე ვიდრე ქვეყანა ისე როგორც 1991-92 წლებში ცეცხლის ალში გაეხვა

დავით ჟღენტი:

“ერთი ამბავია ატეხილი 
ესეიგი ვინც პოლიციას უტევდა, ესროდა ქვებს,რკინის საგნებს,ბოთლებს და პარლამენტის შენობაში შეჭრას ლამობდა, თურმე პოლიტპატიმარია და ამას ყოველდღიურად ხელს ე.წ.”თავისუფალი და დამოუკიდებელი”ტელევიზიები ახმოვანებენ. ამ დროს რას აკეთებს მარეგულირებელი კომისია? არც არაფერს, მხოლოდ ხელფასებს იღებენ და ძალიან მაღალსაც.
იმის მაგივრად რომ კანონის შესაბამისად ჯერ გააფრთხილოს დეზინფორმაციის რუპორები, შემდეგ კი ჩამოერთვათ მეტრული დიაპაზონის ტრანსრილების ლიცენზია იმ შემთხვევაში თუ იგივეს გააგრძელებენ და მაყურებელს მიზანმიმართულად შეიყვანენ შეცდომაში პარლამენტმა უნდა გადახედოს მათ შემადგენლობას და დაითხოვოს სამსახურიდან საბოტაჟის მუხლით.ეს ხალხი თავისი უმოქმედობით სახემწიფოს აყენებენ საფრთხის წინაშე დროზე იმოქმედეთ, დროზე ვიდრე ქვეყანა ისე როგორც 1991-92 წლებში ცეცხლის ალში გაეხვა და ტყვიების ზუზუნი იავნანასავით ესმოდათ ბავშვებს.
ვიმეორებ ყველა ტელევიზია რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს უნდა დაიხუროს.ხოლო გადაცემის წამყვანი ე.წ.ჟურნალისტი კი როგორც ქვეყნის მტერი უნდა კანონიერად გასამართლდეს.”

კომენტარები