„იმ ადამიანების მესმის, ვინც ახალციხეში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ“-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკასთან“  განაცხადა:

-„ჩინურ ვაქცინას ქვეყანა იმის გამო არ ყიდულობს, რომ იაფია, რადგან „სინოფარმი“, „ასტრაზენეკასთან“ შედარებით, საკმაოდ ძვირია, თითქმის „ფაიზერის“ ფასს უტოლდება.

იმ ადამიანების მესმის, ვინც ახალციხეში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაშინდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში გაგრძელებულიყო. მსოფლიოში ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის რგოლში, –  პოლიკლინიკებში, ოჯახის ექიმების მიერ ტარდება.

დიდი იმედი მაქვს, „სინოფარმის“ გამოყენება შესაძლებელი იქნება პოლიკლინიკებში. „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს აქვს ცოტა უფრო მეტი გვერდითი მოვლენა, ვიდრე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ჩინურ ვაქცინას. იმედი მაქვს, ქვეყანაში ვაქცინაცია უფრო ფართოდ დაიწყება.

საინტერესოა სერბეთის გამოცდილება, ყველა ვაქცინა აქვს: –  „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, რუსული ვაქცინა და ჩინური „სინოფარმი“. ჩინურ ვაქცინას 3-4-ჯერ ნაკლები გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ვიდრე დანარჩენ სამს“.

ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.
კომენტარები