“იმ რეჟიმის დამნაშავეები და მათი მომხრეები დღემდე ფიქრობენ რომ არაფერს აშავებდნენ…”-ნინო წილოსანი:

პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი,სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს გამოეხმაურა და წერს-

“იმ რეჟიმის დამნაშავეები და მათი მომხრეები დღემდე ფიქრობენ რომ არაფერს აშავებდნენ…
რომ რასაც აკეთებდნენ ძალიან სწორი და ბუნებრივი იყო, დღემდე მათ ბოდიშიც კი არ მოუხდიათ საზოგადოებისთვის, არანაირი სინანული და გამოსწორების რეალური შანსი…

აი ამიტომ არის რომ ყოველ ჯერზე გვიწევს მათი წარსულის გახსენება, ამიტომ არის რომ თითოეულმა ჩვენგანმა ყოველ შესაძლო შემთხვევისას უნდა მივცეთ მათ ამორალურ და დანაშაულებრივ არსებობას სათანადო შეფასება!
გირგვლიანის და ყველა დღემდე არსებული ტრაგიკული მკვლელობის ფაქტს შორის არის თვისობრივი და შინაარსობრივი სხვაობა… ამ სხვაობის წაშლა შედის დამნაშავე ნაცრეჟიმის ინტერესში, ამ სხვაობის გაიგივება შედის ცინიკური ადამიანების ინტერესში, ამის უფლებას, გარწმუნებთ, საზოგადოება არ მოგცემთ!!

#რეჟიმივერდაბრუნდება”-წერს წილოსანი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები