„იმ სამსახურებმა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, სასურველია მუშაობა ონლაინ გააგრძელოს“ -ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგი გამართა.

-„პანდემიის პროცესში საზოგადოდ არსებული რეკომენდაციებით ყველა იმ სამსახურისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია მუშაობა განორციელდეს და გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში ისე, რომ ეს თუ არ აყენებს მათ ზარალს, რეკომენდირებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა.

თუ ყველასთვის არ არის შესაძლებელი, სასურველია, ეს რეჟიმი იმ თანამშრომლებისთვის მაინც გაგრძელდეს, რომელსაც შეუძლია და მათი სამუშაო საჭიროება აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ონლაინ რეჟიმში იმუშაონ“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კომენტარები