„იმ ციხეში უნდა ჩასვან, როგორშიც ჩვენ ვიყავით. ძალიან არ მიხარია ადამიანურად, რომ სააკაშვილი ციხეში ზის, მაგრამ ჩადენილი დანაშაულისთვის“-დავით ქანთარია

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, ამის გამო პასუხი უნდა აგოს.

-„9 წელი წალენჯიხის გამგებელი ვიყავი, ვერაფერი მიპოვეს, მაგრამ 2 წლის განმავლობაში ორჯერ დამიჭირეს. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. დღეს სააკაშვილს რომ აკითხავენ ციხეში მისი შვილები, ძალიან არ მიხარია ადამიანურად, ციხეში რომ ზის, მაგრამ ამ კაცმა ჩაიდინა დანაშაული, ამიტომ უნდა აგოს პასუხი, უნდა ნახოს, როგორია ციხე. სიკვდილით და შიმშილობით რომ სპეკულირებს დღეს, ჩვენ არ გვყავდა შვილები ან მშობლები? რამდენი პატიმარი გარდაიცვალა იმ წლებში? იცის სააკაშვილმა, რომ ციხის საავადმყოფოდან ზოგჯერ 3-4 მიცვალებული გამოჰქონდათ? თუ ვაჟკაცურად ჩამოვიდა, დაჯდეს ციხეში ვაჟკაცურად. იმ ციხეში უნდა ჩასვან, როგორშიც ჩვენ ვიყავით“, – აცხადებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, დავით ქანთარია.

კომენტარები