ინგუშეთი საქართველოსთან შემოერთებას ითხოვს

1-ელ ივნისს ინგუშეთის დედაქალაქ მაგასსა და  სხვა მსხვილ დასახლებულ პუნქტებში გავრცელდა პროკლამაცია, რომლის ავტორები მოითხოვენ ინგუშეთის რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობიდან გასვლას და საქართველოსთან შეერთებას.

„ინგუშეთის 250-წლიანმა ყოფნამ რუსეთის შემადგენლობაში ვერ უზრუნველყო რესპუბლიკის ვერც სოციალური და ვერც ეკონომიკური განვითარება.

პირიქით, ინგუშ ხალხთან ურთიერთობაში ტყუილსა და უსამართლობაზე დაფუძნებული რუსეთის იმპერიული პოლიტიკა ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ინგუში ეთნოსის გამრავლებასა და წინსვლას.

ამ პერიოდში ინგუშმა ხალხმა გამოსცადა დევნა ეთნიკურ ნიადაგზე, გამოსცადა გენოციდი და დეპორტაცია, ტერიტორიების ჩამოჭრა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვა და ლიკვიდაცია.

ვთხოვთ, საქართველოს ხელმძღვანელობასა და მსოფლიო თანამეგობრობას, მხარი დაუჭირონ ჩვენს არჩევანს და მიიღონ ინგუშეთი საქართველოს შემადგენლობაში, გადმოგვეცეს საქართველოს მოქალაქის ან დიდი შვიდეულის რომელიმე ქვეყნის (აშშ, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.) მოქალაქის პასპორტები“, – ვკითხულობთ პროკლამაციაში, რომელიც გამოკრულია ქალაქ მაგასის ცენტრში, განცხადებების ერთ-ერთ დაფაზე.

შეგახსენებთ, რომ ინგუშეთმა რუსეთის ფედერაციას ნდობა 1810 წლიდან გამოუცხადა.

კომენტარები