„ინდივიდუალური კალმები, პირბადე, საარჩევნო კაბინა ფარდების გარეშე“ – არჩევნები, COVID-19-ის პირობებში

-„ინდივიდუალურ კალმებს შევთავაზებთ ამომრჩევლებს, ამომრჩეველს აუცილებლად მოვთხოვთ პირბადის ტარებას, მათ დახურულ შენობაში უწევთ ხმის მიცემა, ეს იქნება სავალდებულო მოთხოვნა. პირბადის მოხსნის ვალდებულება ექნებათ 2 შემთხვევაში, – შესასვლელთან და რეგისტრატორთან, მათი იდენტიფიცირება არის მნიშვნელოვანი არჩევნების სანდოობისთვის. კომისიის წევრები იქნებიან პირბადეებით და ხელთათმანებით. ამომრჩეველი თუ მივა პირბადის გარეშე, ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ.

პირსი, რომელსაც ექნება ტემპერატურა და ექნება ტესტი პასუხი, რომ ის კოვიდუარყოფითია, არჩევნების დღეს ტესტის პასუხების წარდგენას საარჩევნო ადმინისტრაცია არ ითხოვს.

არ ვითხოვთ, რომ მოიტანონ პასუხი არჩევნების დღეს, ეს პროცესი შეუძლებელი იქნება. დღეს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთანაც შევთანხმდით, – ამომრჩევლებს, მიუხედავად სიცხის დაფიქსირებისა,  ვერ შევუზღუდავთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ყველა ამომრჩეველი, ვინც მოვა საარჩევნო უბანზე, შეძლებს, მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა, მნიშვნელოვანია ამავდროულად, აღვნიშნოთ, რომ მათ ძალიან ცოტა ხნით უწევთ კონტაქტი კენჭისყრის მიზნებისთვის, ეს არის 15 წუთზე ნაკლები, ეს არ არის სარისკო საერთაშორისო სტანდარტით.

შეხების თვალსაზრისით, რისკის შემცველად იქნა მიჩნეული საარჩევნო კაბინის ფარდები, რის გამოც, კაბინები განლაგდება სხვაგვარად, და ქნება ფარდების გარეშე, ამასთანავე, დაცული იქნება ხმის მიცემის ფარულობა“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები