ინდოეთის წამლის მარეგულირებლის ექსპერტებმა მსოფლიოში პირველი დნმ-ვაქცინა დაამტკიცეს

ინდოეთის წამლის მარეგულირებლის ექსპერტებმა რეკომენდაცია მისცეს კორონავირუსის საწინააღმდეგო 3-დოზიანი ვაქცინის, ZyCoV-D-ის ავტორიზაციას, მიეცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია, რომელიც მსოფლიოში პირველი დნმ-ვაქცინაა. სამი დოზის ვაქცინამ აჩვენა 66.6 პროცენტული ეფექტურობა პოზიტიური შემთხვევების წინააღმდეგ შუალედურ ანალიზში. ამ ინფორმაციას CNBC-TV18 ავრცელებს.

-„საჭიროა, ვაქცინის მწარმოებელმა – ინდურმა კომპანიამ Zydus Cadila ორდოზიანი ვაქცინის შესახებ დამატებითი მონაცემები წარმოადგინოს“, – აცხადებენ ექსპერტები.

ZyCoV-D არის პლაზმიდური დნმ-ის საფუძველზე შექმნილი ვაქცინა, რომელიც ახდენს SARS-CoV-2 ცილის პროდუცირებას და იწვევ იმუნურ პასუხს.

კომენტარები