ინდოეთი მთვარეზე მისიას აგზავნის

ინდოეთი მთვარეზე მისიას აგზავნის. ამის შესახებ BBC წერს.
გასულ კვირას ინდოეთმა მთვარეზე მისია ტექნიკური პრობლემის გამო ვერ გაგზავნა.
150 მილიონ დოლარად შეფასებული მისიის მიზანია, ხომალდი Chandrayaan-2 მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაჯდეს. მან მთვარის ზედაპირიდან წყლის, მინერალებისა და ზედაპირის შესახებ სინჯები უნდა აიღოს.

კომენტარები