ინდოეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა

ინდოეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა. ინფორმაციას Al Jazeera ვრცელებს.

-„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის წამყვანი ექსპორტიორი არ არის, შესაძლოა, ამ აკრძალვამ გლობალური ფასები ახალ პიკამდე ასწიოს, აკრძალვა განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ღარიბ ფენას დააზარალებს“, – წერს Al Jazeera.

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილება დაგმეს.

-„ყველა თუ დაიწყებს ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ან ბაზრების დახურვას, ეს კრიზისს გააუარესებს. მოვუწოდებთ ინდოეთს, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, როგორც დიდი ოცეულის წევრმა ქვეყანამ“, – აცხადებენ გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები