ინდოეთში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვმა 147-ს მიაღწია
ინდოეთის შტატებში: კარნატაკაში, კერალასა და მაჰარაშტრაში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვმა 147-ს მიაღწია. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ძლიერი წვიმების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხოციელდა. შეწყვეტილია სარკინიგზო მოძრაობა. კარნატაკას შტატში, ქალაქ ჰამპიშს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სოფელში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა.