ინდონეზიაში დაკრძალვიდან შვიდი საათის შემდეგ მამაკაცი შინ დაბრუნდა

ინდონეზიის სოფელ გესიკანის (აღმოსავლეთ იავის პროვინცია) მცხოვრები სახლში დაბრუნდა თავისი დაკრძალვის შემდეგ, წერს Asia One.

ყველაფერი დაიწყო ავტოსაგზაო შემთხვევიდან, რომლის დროსაც დაიღუპა მამაკაცი, მას არავითრი საბუთი თან არ ჰქონდა. სხეული იმდენად იყო დაზიანებული, რომ ამოცნობა ვერ მოხერხდა. პოლიციამ დაადგინა ავარიაში დამსხვრეული მოტოციკლის მფლობელის ვინაობა, იგი აღმოჩნდა 40 წლის მშენებელი სუნარტო. პოლიციამ ჩათვალა, რომ დაღუპული სწორედ ის უნდა ყოფილიყო. გვამი გადასცეს ნათესავებს, რომლებმაც, ასევე, ვერ დაადასტურეს, იყო თუ არა მათ წინ სუნარტოს გვამი. მამაკაცი დაკრძალეს. თუმცა შვიდი საათის შემდეგ სუნარტო შინ დაბრუნდა. გაირკვა, რომ რამდენიმე ხნის წინათ სუნარტომ ნაცნობისგან, ვინმე ვარიიმისგან ისესხა ფული და გარანტად თავისი მოტოციკლი დაუტოვა. სავარაუდოდ, ავარიაში დაღუპული სწორედ ვარიიმი უნდა იყოს. პოლიციამ აცნობა ამის თაობაზე ვარიიმის ნათესავებს. ნათესავებმა დაკრძალული არ გადაასვენეს, მხოლოდ წარწერა შეცვალეს სასაფლაოზე.

წყარო: ria.ru

 

კომენტარები