ინდონეზიაში, კაცი, საკუთარი დაკრძალვის შემდეგ სახლში დაბრუნდა.

ინდონეზიაში, კაცი, საკუთარი დაკრძალვის შემდეგ სახლში დაბრუნდა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კაცის ცხედარი პოლიციამ და ახლობლებმა ვერ ამოიცნეს. გარდაცვლილი ოჯახის წევრად ჩათვალეს, რადგან მათი ნათესავის მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

. კაცი დაკრძალეს. შვიდი საათის შემდეგ სუნარტო სახლში დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ მან ნაცნობს ფული ესესხა და სანაცვლოდ მოტოციკლი დაუტოვა. გაირკვა, რომ სუნარტოს ნაცვლად ავტოავარიას ვარიმი ემსხვერპლა. მის ახლობლებს კაცის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ მიცვალებული არ გადაასვენონ და საფლავზე მხოლოდ წარწერა შეცვალონ.

კომენტარები