ინდონეზიის კუთვნილი წყალქვეშა ხომალდი დაახლოებით 850 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული

ინდონეზიის კუთვნილი წყალქვეშა ხომალდი, რომელზეც 53 ადამიანი იმყოფებოდა, დაახლოებით 850 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული. ამ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. 

ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, აღმოჩენილია ნავის ნამსხვრევები, ტორპედოს დამცავი მოწყობილობა და საპოხი მასალისთვის განკუთვნილი ბოთლი. ამ დროისთვის ეკიპაჟის 53 წევრის მდგომარეობა უცნობია.

ნავის ჩაძირვის სავარაუდო მიზეზად ხომალდზე ელექტრომომარაგების კოლაფსი განიხილება, რამაც ჟანგბადის მიწოდების პრობლემას შექმნა.

წყალქვეშა ნავი 21 აპრილს გაუჩინარდა, რომელიც კუნძულ ბალისთან სასწავლო წვრთნაში იღებდა მონაწილეობას.

კომენტარები