ინდური სამშენებლო კომპანიის დირექტორს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

16 წლის მუშის დაღუპვის გამო დაკავებულ ინდური სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორს, შიშუ პალ ბურდაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატის ბაჩუკი ქირიას განცხადებით შიშუ პალ ბურდაკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მშენებლობაზე არასრულწლოვნის დასაქმების თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, 16 ივლისს, როდესაც მუშა დაიღუპა შიშუ პალ ბურდაკი თბილისში არ იმყოფებოდა. ბრალდებული მომხდარში პოტენციურ კონტრაქტორ კომპანიას ადანაშაულებს, რომელმაც არასრულწლოვანი დაიქირავა და დემონტაჟის სამუშაოები ნადრევად, მისი ნებართვის გარეშე დაიწყო.

კომენტარები