„ინდური შტამი დომინანტი ვარიანტი სანამ გახდება, მანამდე აშშ-მა უფრო მეტი ადამიანი უნდა“

ინდური შტამი დომინანტი ვარიანტი სანამ გახდება, მანამდე აშშ-მა უფრო მეტი ადამიანი უნდა აცრას. ვერ დავუშვებთ, ეს შეერთებულ შტატებში რომ მოხდეს. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

აშშ-ში ახალი შემთხვევების 6 პროცენტზე მეტი ე.წ. ინდურ ვარიანტზე მოდის.

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზა ეფექტურია ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ.

კომენტარები