„ინტენსიური განყოფილების ყველა ადგილი დაკავებულია კოვიდზე აცრილი პაციენტებით…“ – იაგო ფრანგიშვილი

-„სტატისტიკა ძალიან საშიში რამაა. ანტვერპენის ინტენსიური განყოფილების ყველა ადგილი დაკავებულია კოვიდზე აცრილი პაციენტებით.
არცერთი აუცრელი პაციენტი არაა ინტენსიურში.
ალბათ მიხვდებით, თუ რატომ.
იმიტომ რომ აცრის საოცარი პროცენტები აქვთ, ბავშვების გარდა ყველა აცრეს.
ამიტომაც ლოგიკურია და სხვანაერად არც შეიძლება ყოფილიყო.
თუკი ამას ახლა იმისთვის გამოიყენებ, რომ აცრა არ მოქმედებს, სისულელეა, რადგან არცერთი ჯანმრთელი და არაქრონიკული მძიმე დაავადების არმქონე არაა ინტენსიურში – ყველა მაღალი რისკის პაციენტია.
ამიტომაა მნიშვნელოვანი კიარა, ერთადერთი უდიდესი მნიშვნელობის ის სტატისტიკა, რომელიც გვეუბნება, თუ როგორი პაციენტია ინტენსიურში – ასაკი და მძიმე ქრონიკული დაავადება – ესაა მთავარი.
საქართველო ინტენსიურის პაციენტების რაოდენობით თუ გარდაცვალების მაჩვენებლით მეშვიდე თუ მერვე ადგილზეა, ეს არაა სადისკუსიო.
ახალგაზრდა ასაკის და არამძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ინტენსიურში მოხვედრის და გარდაცვალების სტატისტიკით, საქართველოს პირველ ადგილს ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ წაართმევს სავალალოდ.
ეს არაა არც უვიცობა და არც შემთხვევითობა.
ეს ასი პროცენტით პოლიტიკაა.
პოლიტიკამ გამოაცხადა აცრის მიმართ სკეპტიკოსები მონსტრებად და ახლა ძნელია მიხვიდე ექიმთან და ,,აღიარო,, აქამდე ,,მონსტრი,, ვიყავი და ახლა ამიცერიო – ანუ – არასწორმა პოლიტიკამ, არასწორმა განმკიცხველმა და დამუნათებამ გამოიწვია ის, რომ ვისაც მართლა არ ჭირდება მესამედ იცრის და ვისაც მართლა ჭირდება, არა.
მეორე პრობლემაა ასევე პოლიტიკა, რომელიც არ აკონტროლებს – შეგნებულად არ აკონტროლებს საავადმყოფოს ჰიგიენას, არ აკონტროლებს ჰოსპიტალიზაციის და ინტენსიურში აყვანის კრიტერიუმებს, იმიტომ რომ არც კი გააჩნია ასეთი რამ, არც კი მიუწერია ჯანდაცვას საავადმყოფოსთვის, რა კრიტერიუმებით ისარგებლოს.
აქედან გამომდინარეა კი მესამე, და ესაა ფული.
თუკი ავად ხარ, არსებობს შენი მომსახურეობის ,,ბიუჯეტი,, და ეს რამდენია 10 თუ 15 ათასი ლარი, ამას დიდი მნიშვნელობა არააქვს.
პრობლემაა ის, რომ, კორონიანის ,,,ბიუჯეტი,, ამოუწურავია – სამი და ოთხი თვე ინტენსიურში თითქმისდა ნორმალობად იქცა – არავინ ამოწმებს ესაჭიროება თუ არა ეს და ის.
ვინც ამ კითხვებს უნდა ეკითხებოდეს ხელისუფალს და პოლიტიკას, ის ამას არ აკეთებს,
იმიტომ რომ, მისი ძმაკაცი და დაქალი, მისი ოჯახის წევრი თუ ახლობელი სწორედაც რომ ისაა, ვისაც უნდა აკონტროლებდეს პოლიტიკა.
აი ასე იკეტება ეს ეშმაკის წრე უკვე გასული წლის აპრილიდან.
თემაზე ვითომდა აზრიანი და საფუძვლიანი დისკუსიის ალიურით კი მიდის ერთიმეორის გინება
შე ხისთავიანო უცოდინარი ბნელო და შე ხისთავიანო, დაპროგრამებულო დაჩიპულო….
აი ესაა რეალობა“, – წერს გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები