ინტერნეტში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ალეკ ბოლდუინის ფოტოები გავრცელდა

ინტერნეტში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ალეკ ბოლდუინის ფოტოები გავრცელდა.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო იმ ადგილიდან, სადაც ტრაგედია დატრიალდა. ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ სანტა-ფესთან გადაღებულ კადრებში ჩანს სამართალდამცველების მიერ, ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული ტერიტორია, სადაც ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა, ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე, სარეკვიზიტო იარაღით, ოპერატორი მოკლა, ერთი ადამიანი კი დაჭრა. ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.

პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, რა მოხდა სინამდვილეში. ბოლდუინი უკვე დაკითხეს. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

ალეკ ბოლდუინი ფილმის თანაპროდიუსერია. დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან იყო.

კომენტარები