ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ახალგაზრდას კორონავირუსი არ დაუდგინდა

ჩინეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდა, რომელიც გუშინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს კორანავირუსი არ დაუდგინდა.

19 წლის კაცი ჩინეთიდან საქართველოში 9 თებერვალს დაბრუნდა. ის ავად ჩინეთში 28 იანვარს გახდა, მას შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

პაციენტმა ჩამოსვლის შემდეგ, დაბალი ტემპერატურის გამო, ინფექციურ საავადმყოფოს მაინც  მიმართა.

„გაუკეთდა სპეციფიკური ტესტი კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში და მიღებულია უარყოფითი პასუხი. ყველა კითხვა ამ ახალგაზრდის მიმართ მოიხსნა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს ეს ინფექცია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები