„ინფიცირებულთა მაჩვენებელი გაიზრდება, არ ვიცით იქ მყოფ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის სიმპტომი“-მაკა ბულეიშვილი

ექიმმა თერაპევტმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა კარდიოლოგიაში, პროფესორმა, მაკა ბულეიშვილმა „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა:

-„ეკლესიაში ყველაფერი იყო ორგანიზებული და დაცული, თუმცა შეინიშნებოდა სოციალური დისტანციის დარღვევა და პირბადის არასწორად მოხმარება.

მაქვს მოლოდინი, ინფიცირებულთა მაჩვენებელი გაიზრდება, რადგან არ ვიცით იქ მყოფ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის სიმპტომი. 14 რიცხვამდე უნდა მოხდეს საწოლფონდის და მსგავსი ინვენტარის მობილიზება, შესაძლოა გაიზარდოს ინფიცირებულთა მაჩვენებელი“.

კომენტარები