„ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში იმყოფებიან,  – სისხლის საერთო და თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული ანალიზები ჩაუტარდებათ“

-„ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში იმყოფებიან,  სავარაუდოდ, სისხლის საერთო და თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული ანალიზები ჩაუტარდებათ.

ამ ეტაპზე ბინაზე დარჩენილების რამე სპეციალური მკურნალობა არ ხდება. თუ ბაქვთ ქრონიკული დაავადება, რომელსაც მანამდეც მკურნალობდნენ, აგრძელებენ ამ პროცესს, მაგრამ „კოვიდის“ სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ტარდება,  ვინმეს თუ სჭირდება მისი სპეციფიკური მკურნალობა, ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში მიჰყავთ. ახლა შეიძლება განხორციელდეს ღონისძება, რაც  არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება. პრემიერ-მინისტრთან იყო მსჯელობა, გამოკვლევის რაღაც მინიმალური პაკეტი, იქნება ეს სისხლის საერთო ანალიზი ან ე.წ. დედიმერი, რომელიც არის ასევე სისხლის ანალიზი და არის თრომბოემბოლიური გართულების რისკის მარკერი, რადგან ასეთი გართულება „კოვიდისთვის“ ძალიან დამახასიათებელია, მათ შორის უსიმპტომო პაციენტებშიც. იყო ერთი-ორი სიგნალი ამ მხრივ სახლში დატოვებული პაციენტებიდან, ეს სიგნალები რომ არ გახდეს უფრო ხშირი და არ შეიქმნას ისეთი პრეცენდენტი, როგორიც არის უცხოეთში, როდესაც უსიმპტომო პაციენტებშიც დიდი დანაკარგია, ამიტომ მუშავდება საკითხი, –  სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს სულ მცირე რისკფაქტორი, ყველა მათგანს ჩაუტარდება ამ პაკეტით გათვალისწინებული ანალიზები, რაც იქნება იმის გარანტია, რომ მას გართულება არ განუვითარდეს“, – განაცხადა  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები