“ინფორმაციის საპირწონედ გვსურს მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია!” – “თვალსაზრისის” რედაქციაში წერილი მოვიდა:

“თვალსაზრისში” წერილი მოვიდა, რომლის ავტორია ასოციაცია “ქართველები საფრანგეთში”ხელმძღვანელობა. ისინი პროტესტს გამოთქვამენ “თვალსაზრისზე” გამოქვეყნებული ნიუსის გამო:

ნიუსი იხილეთ ამ ბმულზე:

https://tvalsazrisi.ge/%e1%83%9f%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1/?fbclid=IwAR2tjNxFJG2GShoN9jEMKYz9OWR289JFOUbWDFs3xhtGRgywtWM0z7QKCB8

“თვალსაზრისის” რედაქცია ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, ამჯერად ასოციაციას – “ქართველები საფრანგეთში” უთმობს ტრიბუნას და საზოგადოებას უცვლელად სთავაზობს აღნიშნულ წერილს:

 

გამარჯობა, 2021 წლის 22 თებერვალს 04:10 საათზე თქვენს საინფორმაციო პორტალზე, tvalsazrisi.ge განთავსდა ინფორმაცია სათაურით „ჟურნალისტ სოფია რაჭველის დამაფიქრებელი პოსტი – “არავის არ გაუვა, ემიგრანტებით მანიპულირება და თამაში!”, სადაც საუბარია ასოციაციის “ქართველები საფრანგეთში” შესახებ, რომლის თაობაზეც ჩვენთვის ცნობილი გახდა 2021 წლის 19 მარტს. აღნიშნულ ინფორმაციის საპირწონედ გვსურს მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“ შესახებ, რომელიც დაარსდა 2016 წლის 16 მარტს საფრანგეთის ქ. გრენობლში. ასოციაცია წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომლის მიზანია საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ინფორმირებულობის გაზრდა, ინტეგრაციაში დახმარება; კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება, ქველმოქმედება და საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. ასოციაცია “ქართველები საფრანგეთში” არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ გააჩნია მკვეთრად გამოკვეთილი ღირებულებები: დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, წინააღმდეგია ნებისმიერი ტიპის დისკრიმინაციის და სრულად იზიარებს საქართველოსა და საფრანგეთის დევიზებს. რაც შეეხება თქვენს საინფორმაციო ვებ-პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ასოციაციის “ქართველები საფრანგეთში” წარმომადგენლების აზრით სტატია შეიცავს მცდარ და შეურაცხმყოფელ ფაქტებს. მაგალითად პუნქტი, სადაც წერია გაყიდულ ქველმოქმედებაზე, ანდა იურიდიულ კონსულტაციას ადევს ფასი და ა.შ. ამასთანავე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტატია არის მიკერძოებული, ვინაიდან სტატიაში არ ჩანს მეორე მხარის პოზიცია. ორგანიზაციისთვის არავის უთხოვია პოზიციის გამოხატვა, რაც სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიის ქვაკუთხედია და წარმოუდგენელია ამ უფლების აკრძალვა და ნებისმიერი ფორმით დარღვევა. ნებისმიერი ადამიანის აზრი, როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს, ის მისაღები და ნორმალურია, თუმცა აღნიშნული არ უნდა არღვევდეს და შეურაცხყოფდეს, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირის უფლებებს. ჩვენი აზრით, ხსენებულ სტატიაში მოხსენებული ინფორმაციას კავშირი არ აქვს კრიტიკასთან და საინტერესოა რა მიზანს ემსახურება ავტორის – სოფიო რაჭველის მიერ სიცრუის ტირაჟირება. ჩვენი ხედვით ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს მის ჰომოფობიურ კომენტარებს, რის გამოც იგი დაიბლოკა ასოციაცის სოციალურ ქსელ- „ფეისბუკ“ ჯგუფიდან – „ ქართველები საფრანგეთში“, რამაც შესაძლოა გამოიწვია მისი განაწყენება.

კომენტარები