„ინფორმაციულ ომში „ნაციონალები„ იმიტომ დამარცხდნენ, რომ უვიცი პიარშიკები ჰყავთ, რომლებმაც ქართველი ხალხის ფსიქოლოგია არ იციან, მხოლოდ თავიანთი სექტის ირგვლივ…“ – დავით თორდია

-„ამ ინფორმაციულ ომში „ნაციონალები„ იმიტომ დამარცხდნენ, რომ უვიცი პიარშიკები ჰყავთ, რომლებმაც ქართველი ხალხის ფსიქოლოგია არ იციან, მხოლოდ თავიანთი სექტის ირგვლივ ტრიალებენ და თესავენ ზიზღს, ახდენენ ოცნებისმხარდამჭერების, ოცნების ლიდერების და სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციას
ნაცებს უზარმაზარი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსი აქვთ, მაგრამ ჰყავთ გაუნათლებელი მაჯლაჯუნა მენეჯერი და წუწურაქი შიზოფრენიკი ბელადი როდესაც ხალხის ნდობა არ გაქვს, რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკე, აზრი მაინც არ ექნება. განსხვავებული აზრის მქონე ხალხის მტრად გამოცხადებით კი ენმ-ის რეიტინგი არათუ მოიმატებს, არამედ უკან და უკან წავა. ეს მათ არ ესმით, მაგიტომაც არიან მაგ დღეში. ხალხის დაშინებით ხალხს უფრო აღიზიანებენ.
რეალურად ისედაც განადგურებულ ენმ-ს ძირს ეს ადამიანებიც უთხრიან თავიანთი ბრიყვული განცხადებებით და ცრუ სიუჟეტებით, რომლებსაც მართლა ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუებას შეძლებენ:
ნიკა გვარამია
ელისო კილაძე
გიორგი გაბუნია
ნოდარ მელაძე
ეკა კვესიტაძე
ინგა გრიგოლია
ვახო სანაია (თუ ვინმე გამომრჩა, თქვენ ჩაამატეთ )
რადგან ესენი ჭრიან და კერავენ საქმეებს, ცოტა სიმართლე, ბევრი ტყუილი, ცოტა სკანდალი, ბოლოს დაადებენ სპეცეფექტებს და სიუჟეტი მზადაა, რომელიც რეალურ ინფორმაციას არ შეესაბამება და მხოლოდ ხალხის განწყობის შეცვლაზეა ორიენტირებული, მოახდინონ საქართველოს მთავრობის წევრების დისკრედიტაცია“, – წერს  „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ლიდერი 41-ის“ ადმინისტრატორი, ჟურნალისტი, ბლოგერი დავით თორდია.
კომენტარები