გიორგი გახარია ნამახვანზე:  „„მაშინ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი…“

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა:

-„ნამახვანის“ მშენებლობაზე ხელშეკრულება იმ დროს გაფორმდა, სამწუხაროდ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, ეს კარგია თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაწყვეტილიყო, – როდესაც გადაწყვეტილება 2019 წლის აპრილში იქნა მიღებული  და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული.

ჰესების მშენებლობაზე დადებული კონტრაქტებიდან ნამახვანჰესის კონტრაქტი პირობების თვალსაზრისით ყველაზე  რთული კონტრაქტი არაა,  ჰესებზე  სახელმწიფოს მიერ დადებული  უფრო მკაცრი ვალდებულებების კონტრაქტებიც არსებობს.

ეს არ ნიშნავს იმას და არ არის გარანტია რომ ეს კარგია ან ცუდია.  აქ მთავარი პრობლემა არის შემდეგში:  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება და პირდაპირ არის ჰიდრორესურსზედამოკიდებული, მეორეს მხრივ ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება.  ამიტომ  აქ პრობლემა არის ეს კომუნიკაცია ჩვენს  ხეობის დამცველებთან.. ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა და  დალაგდა, ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში – რა თქმა უნდა ეს პრობლემა იქნება“.,
კომენტარები