იორდანიაში აღმოაჩინეს ჭადრაკის ყველაზე უძველესი ფიგურა

Science News-ის ცნობით, 1991 წელს სამხრეთ იორდანიის ტერიტორიაზე ადრეული სავაჭრო დასახლების გათხრების დროს აღმოაჩინეს ხელისგულისოდენა ქვიშაქვისგან დამზადებული ფიგურა.

 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს აღმოჩენილი ნივთი შეიძლება ყოფილიყო მსოფლიოში ყველაზე უძველესი საჭადრაკო ფიგურა. ეს არის ქვის სწორკუთხა ნაჭერი, რომელსაც თავზე აქვს რქისმაგვარი წამონაზარდი. არქეფაქტი დამზადებული უნდა იყოს ჩვენი წელთაღრიცხვის 680-749 წლებს შორის და, სავარაუდოდ, თამაშში ასეულებდა ეტლის როლს.

სხვათა შორის, ევრაზიაში სამაგიდო თამაშები დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ გამოჩნდა. ჭადრაკი პირველად ინდოეთში გამოიყენეს 1400 წლის წინ. შემდეგ ეს თამაში „გადავიდა“ დასავლეთის ქვეყნებში.

„თუ ჩვენი ვარაუდები სწორია, მაშინ ეს აბსტრაქტული დიზაინის ყველაზე ადრეული ცნობილი მაგალითია და, შესაძლოა, ზოგადად, ჭადრაკის ფიგური ყველაზე ადრეული ნიმუშიც“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ფიგურა იპოვნეს აღმოსავლეთის უძველესი სავაჭრო გზის ადგილზე, რომელიც შექმნა რომის იმპერატორმა ტრაიანმა, რომელიც ჩვენი ერის 98-117 წლებში მართავდა იმპერიას. აქ ასევე ნაპოვნია ორი ფერმერული სახლი, რომაული ციხე-სიმაგრე, ოთხი ბიზანტიური ტაძარი, ნაბათის ბანაკი და გვიანი რომის ეპოქის სამი სახლი.

წყარო: sb.by

 

კომენტარები