ირაკლი ალასანიას დედა გარდაიცვალა – „კოვიდის გათვალისწინებით, რათქმაუნდა, საბოდიშო არავის აქვს“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას დედა გარდაიცვალა.

ამის შესახებ ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს

ვუსამძიმრებ ირაკლი ალასანიას და მის ოჯახს.

Irakli Alasania

ირაკლის დედა გარდაიცვალა. შაბათს 2-ზე დავკრძალავთ.
ჩემი შვილების ერთადერთი, ერთგულად რომ ცოცხლობდა აქამდე, ბებოც წავიდა. ნიკუშას დახვდა დაძინებული. ძალიან კარგი ექიმი, დაუჯერებლად, კინოგმირივით ღირსეული ქალი, საოცარი თვისებების, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო და რა უცნაური რამეა, რომ შვილიშვილებისთვის მაინც ისაა ხოლმე მთავარი, რომ ბებოები დედაზე გემრიელ კარტოფილს წვავენ. ნიკუშას ერთერთი საყვარელი იუმორისტული ხაზი სადილის მერე დოდოსთან დარეკვა და თქმა იყო, როგორ ცუდად გამოვკვებე და როგორ შეცდა და ნანობს, რომ მასთან მისვლა ვერ მოახერხა.
მისამართია გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის) მეორე კორპუსი, მაგრამ კოვიდის გათვალისწინებით, რათქმაუნდა, საბოდიშო არავის აქვს. ამბავი გაგაგებინეთ უბრალოდ.

კომენტარები