ირაკლი დოკვაძეს ნასამართლობაც არ მოუხსნა ქალბატონმა პრეზიდენტმა, ვერ გაბედა! ვიწყებ ირაკლი დოკვაძის საქმის მასალების გამოქვეყნებას! – თამთა ბუზალაძე:

ირაკლი დოკვაძის ადვოკატი, თამთა ბუზალაძე მხილებას იწყებს:

 – სრული მარაზმი .
ირაკლი დოკვაძეს ნასამართლობაც არ მოუხსნა ქალბატონმა პრეზიდენტმა, ვერ გაბედა, თუმცა , როგორც ჩემთვის ცნობილია, ,,შეეცადა”…
საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო დღე.
ზაფხულში წერილით მივმართეთ პრეზიდენტს, ცნობილი პოლიტ.პატიმრული ისტერიის ფონზე.
ირაკლი დოკვაძე არ ითხოვს შეწყალებას. ნასამართლობის მოხსნა კი მოგვცემდა სასამართლოში ბრძოლოს გაგრძელების შესაძლებლობას.
25 აპრილს 13 წელი შესრულდა პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძის N2 სერიიდან. N1 სერია კი შევარდნაძის დროს 12 წელი გრძელდებოდა, მათ შორის 2.5 წელი-სიკვდილმისჯილთა საკანში.
ბატონო ირაკლი… მტკიცე სულის ადამიანო, მოუსყიდავო, გაუტეხელო, ნიჭიერო, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულო, მარადიულო მძევალო და ერთა დერთო პოლიტპატიმარო საქართველოში…..
თქვენ კი, საქართველოს ხელისუფლებავ,თქვენ -პოზიციავ და ოპოზიციავ(მხოლოდ ამ სახელებს იმსახურებთ), ერთი ბატონის მსახურებო , კარგად დაიმახსოვრეთ -ბოლო სიტყვა განგებისაა!!!!

ვიწყებ ირაკლი დოკვაძის საქმის მასალების გამოქვეყნებას!

 

წერილი პრეზიდენტს ნასამართლობის მოხსნის
თხოვნით
(დარეგისტრირებული და განხილული ორჯერ )
KA99XX59268018120
ადრესატი: საქართველოს პრეზიდენტი
განმცხადებელი: მსჯავრდებული ირაკლი დოკვაძის ადვოკატი თამთა ბუზალაძე(iD 5437)
მისამართი:
მობილური ტელეფონი:
პირადი ნომერი:
ელფოსტა:
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო სალომე! “პოლიტიკური პატიმარი“- როგორც ამ ტერმინს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალი” განმარტავს, არის ადამიანი, ვისაც თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური საქმიანობის გამო სისხლისსამართლებრივად სდევნიან და ციხეში სვამენ.“ “პოლიტიკური პატიმარი” არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება“ – განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ,,ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შეკითხვაზე-,,არსებობენ თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები?“ ალბათ ისევე ,როგორც თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონმა გერმანიის ელჩმა არ იცოდა, ან საიდან უნდა სცოდნოდა(ამ თემაზე საუბარი ხომ პოლიტ.ელიტისთვის წამგებიანად ითვლება და ვინ ეტყოდა) იმ გაუგონარი პოლიტიკური ვერაგობის შესახებ, რომელმაც თვით ,, ამნესტი ინტერნეიშენალის“ და არა მარტო , პოლიტპატიმრად აღიარებული ადამიანი მარადიულ მძევლად აქცია საკუთარ ქვეყანაში,დიახ ქვეყანაში, და არა სამშობლოში,ვერ მოისმენდა სიტყვასაც კი იმ ნამდვილი პოლიტპატიმრის შესახებ , რომელიც ეპოქების პატიმრად იქცა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დღემდე და ვალდებულება მისი პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობისა გარდამავალი დროშასავით გადაეცემახელისუფლებიდან ხელისუფლებას . სხვა შემთხვევაში იქნებ ეს საღად მოაზროვნე , დემოკრატი გერმანელი პოლიტიკოსი მაინც დაინტერესებულიყო იმ ადამიანის ბედით, რომელსაც დღეს ყველაფერთან ერთად ყველზე უფრო პრესტიჟული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ, მინიჭებული ,,პოლიტპატიმრის” სტატუსიც კი წაართვეს და უბრალოდ პატიმარი რომაა,ისიც დაივიწყეს. გერმანიის ელჩი გერმანიის ელჩია,თავის მოქალაქეებზე უდაოდ იზრუნებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ თქვენ, საქრთველოს პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა იცოდეთ იმ ქართველი მოქალაქის-პატიმრის შესახებ , რომელსაც ძალიან სჭირდება თქვენი, და მხოლოდ თქვენი დახმარება : ეს ირაკლი დოკვაძეა – კლასიკური პოლიტპატიმრის სახე, რომელიც დაკავებული იქნა პოლიტიკური მოტივით, რადგან ის ყოფილი ხელისუფლების მომართ გამოირჩეოდა შეურიგებელი კრიტიკული დამოკიდებულებით, რაც სათანადოდ შუქდებოდა პრესით და ტელევიზიით. აქედან გამომდინარე, მისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, სასამართლო განხილვების ყველა ეტაპზე გამოძიება და სასამართლო ემსახურებოდა კონკრეტულ ინტერესებს, რომ მომხდარიყო მისი რაც შეიძლება დიდი ხნით იზოლირება საზოგადოებისგან და პოლიტიკური ცხოვრებისგან, თუმცა მის მიმართ საზოგადოების ინტერესი დღემდე არ შენელებულა. იმ უფლებადამცველთათვის კი, ვინც დაინტერესებული იყო ირაკლი დოკვაძის საქმით და სხვა და სხვა დროს იცავდა მას,უდაოა მისი უდანაშაულობა და კარგადაა ცნობილი მისი დევნის , დაპატიმრობის და სასჯელის პოლიტიკური მოტივები. რადგან საქმეზე ამოიწურა სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზა(სტრასბურგის საჩივრის ჩათვლით) და ამ ეტაპზე განაჩენის გადასინჟვისთვის სასამართლოსადმი მიმართვის მყარი საფუძვლები არ არსებობს, გამოსავალზე ორიენტირებული რეაგირების მოთხოვნით საქმის მასალები სხვა და სხვა უწყებაში იქნა გადაგზავნილი. რიგ შემთხვევებში მოხერხდა შეხვედრა და კონსულტაციები კომპეტენტურ პირებთან, პარლამენტში, თუ სამთავრობო სტრუქტურებში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ასეთი შეხვედრისას ხდებოდა აღიარება ირაკლი დოკვაძის მრავალწლიანი პატიმრობის აბსურდულობასა, შედეგი დღემდე არ დადგა.ბოლოს რეაგირება მოხდა სახელმწიფო კანცელარიიდან,რაც გამოიხატა იმაში, რომ საქმე შესასწავლად გადაეგზავნა გენერალურ პროკურატურას—2018წელს, სადაც საქმე დღემდე შესწავლის ეტაპზეა. 1992 წელს ირაკლი დოკვაძეს კანონიერად არჩეული და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დამხობილი ხელისუფლების მხარდაჭერისათვის შევარდნაძის რეჟიმმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მან ორწელიწადნახევარი გაატარა სიკვდილმისჯილთა საკანში.მაშინ ამ უსამართლობამ მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება აღაშფოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების „amnesty international“, „Human Rights Watch“,“ჰელსინკი ვოტჩის“ და სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ირაკლი დოკვაძე აღიარებული იქნა პოლიტპატიმრად, ამასთან მიმდინარეობდა სტუდენტთა მასიური გამოსვლები ევროპაში.მის საქმეში ჩართული იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია- ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციებით(ეს მცირე ნაწილია იმ დოკუმენტებისა, რომლებიც საქმეში არსებობს ევროპარლამენტის, გაეროს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების სახით) ყოველივე ამის გამო მაშინდელი ხელისუფლება იძულებული გახდა სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით,შემდეგ , ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შედეგად შეუმცირა სასჯელი 15 წლამდე. იგი 2002წელს საბოლოოდ გათავისუფლდა დარჩენილი სასჯელისაგან. 2004 წლის 9 თებერვალს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინებით (9 მოსამართლის შემადგენლობით, მათ შორის მერაბ ტურავა და ნინო გვენეტაძე) დადგენილად იქნა ცნობილი ირაკლი დოკვაძის სამართლებრივი რეაბილიტაცია , რაც ნიშნავდა იმას, რომ ირაკლი დოკვაძე გამართლებული იქნა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებებში, ხოლო იგივე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფომ მის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამო კომპენსაციის სახით გადაუხადა 20 000 ლარი . 2009 წელს ირაკლი დოკვაძე დააკავეს დაუსაბუთებელი და უკანონო ბრალდებით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. უამრავი პროცესუალური, თუ არსებითი ხასიათის დარღვევებით მიმდინარე სასამართლო პროცესების ფონზე, მისი ,,რეაბილიტირებული“ მდგომარეობის მიუხედავად, ნასამართლობა პიველი პოლიტიკური მსჯავრიდან ჩაეთვალა დამამძიმებელ გარემოებად და დაუმძიმდა სასჯელი. იგი გაასამართლეს არჩადენილი დანაშაულისათვის და განაჩენით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, მომდევნო ინსტანციის სასამართლოებმა კი საბოლოოდ დააკანონეს ირაკლი დოკვაძის უკანონო პატიმრობა, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძის 2010 წლის 16 იანვრის სასამართლო განაჩენით ირაკლი დოკვაძე ცნობილი იქნა დამნასავედ საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის 1 ნაწ .და 19-109-ე მუხ. 1-2-3 ნაწილით . საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1 ნაწ. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწ. შესაბამისად საბოლოოდ განესაზღვრა თავუსუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით. განაჩენი გასაჩივრებული იქნა სააპელაციო და საკასაციო წესით,ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ირაკლი დოკვაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული. გამოძიების პროცესში ირაკლი დოკვაძე დაკავებული იქნა 2009 წლის 25 აპრილს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა . გამოძიება მიმდინარეობდა ტენდენციურად, მიკერძოებულად და კანონის მოთხოვნების უხეში დარვევით, რასაც შედეგად მოჰყვა ორი პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდება ირაკლი დოკვაძის მიმართ(წინასწარი პატიმრობის მე-4 თვის ბოლოს). აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და არც საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე არ მომხდარა სასამართლოსადმი მის მიერ მიწოდებული ფაქტების და გარემოებების სრულყოფილი განხილვა და გამოკვლევა, არ მისცემია მათ სათანადო შეფასება, ამასთან გამოძიების და სასამართლოს მიერ იგნორირებ ულ;ი იქნა ყველა ის შუამდგომლობა, რომელიც წარმოდგენილი იქნა მსჯავრდებულის მხარის მიერ. მტკიცებულებების შეფასება მოხდა ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე. 1. 2007 წლის 07 მაისს საგამოძიებო ორგანოებმა საინფორმაციო საშუალებებს,ტელევიზიებს -,,რუსთავი-2-ს“და ,,იმედს“ მიაწოდა ინფორმაცია რომ ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა ირაკლი დოკვაძემ, რომ შეთხვევუის ადგილიდან ამოღებულია მისისისხლიანი ტანსაცმელი და სისიხლიანი ფეხსაცმელი აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ექსპერტს გამოსაკვლევად გადაეცა 2009წლის 11 მაისს, შესაბამისად გამოძიებას არ ქონდა და ვერც ექნებოდა მტკიცებულება ბრალდებულის მიმართ, რადგან არ იყო ჩატარევბული შესაბამისი ბიოლოგიური ექსპერტიზა . შესაბამისად, ჯერ კიდევ საქმის გამოძიების დაწყებისას დაიღვა ,,უდანაშაულობის პრეზუმფცია.“ 2. ირაკლი დოკვაძეს წარედგინა ბრალდება დაპატიმრებიდან მხოლოდ ოთხი თვის თავზემაშინ როცა პრესით და ტელევიზიით ის უკვე დამნაშავედ გამოცხადდა ჯერ კიდევ 2009 წლის 07 მაისს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 19-109 მუხლებით, კერძოდ გოჩა კვირჭიშვილის და მისი მეუღლის ელზა გულიაშვილის მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის . აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებობს დაზარალებულების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენენბები და საჭირო იყო მათი ობიექტური შეფასება, რაც არ მომხდარა სასამართლოს მიერ. 3. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სააქმის სასამართლო განხილვისას მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რათა ბრალდებული ირაკლი დოკვაძის მიმართ გამოტანილიყო გამამართლებელი განაჩენი. სახელმწიფო ბრალდების მხარემ და სასამართლომ არ მიიჩნია ადვოკატის შუამდგომლობა დასაბუთებულ და საფუძვლიან მოთხოვნად( თუმცა დაზარალებულის ოჯახის წევრები-დები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ დანაშაული ბრალდებულს არ ჩაუდენია.არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი აუდიო მასალა)) და სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი 4. ირაკლი დოკვაძეს წარდგენილი აქვს ბრალდება, როგორც ნასამართლევს, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2004 წლის 09 თებერვლის განჩინება ( მოქმედი კანონმდებლობით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებები,რეკომენდაციები სავალდებულოა ყველა ინსტანციის სასამართლოსათვის), რომლის მიხედვითაც დადგენილადაა ცნობილი ირაკლი დოკვაძის სამართლკებრივი რეაბილიტაცია(სსკ-ის 219 მუხ 2 ნაწ.) , ამავე განჩინებით კი უზენ. სასამართლოს დიდმა პალატამ ნაწილობრივ(სსკ-ის 220-ე მუხ.) დააკმაყოფილა მოთხოვნა მორალური ზიანის ნაწილში და ,კომპენსაციის სახით სახელმწიფოს ირაკლი დოკვაძის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 ლარის გადახდა. ამ გარემოებაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა სწორად მომხდარიყო ამინისტიის კანონის გავრცელება მოცემულ შემთხვევაში , რაც სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ირაკლი დოკვაძეს რომც ჩაედინა აღნიშნული დანაშაული, რეალურად სასჯელი დღეს უკვე მოხდილი ექნებოდა და ჯერ კიდევ 2018წ.ლის აპრილში გათავისუფლდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2014 წ. საქმე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციით გადაეგზავნა სახალხო დამცველს და მთავარ პროკურორს, თუმაცა მას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, გარდა მსჯავრდებულის ოჯახში მისი დედის ლეილა დოკვაძის სახელზე გაგზავნული წერილისა, სადაც აღნიშნული იყო რომ ინდივიდუალურად მიემართათ სასამართლოსთვის, რაც განხორციელდა კიდეც არა ერთხელ სხვადასხვა ინსტანციაში, თუმცა უშედეგოდ.აღსანიშნავია,ის , რომ საქმეს განიხილავდნენ ერთი და იგივე მოსამართლეები, შესაბამისად მიიღებოდა იდენტური გადაწყვეტილებები. ყოველივე აქედან გამომდინარე აღნიშნულ საქმეზე დღეს ამოწურულია სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზა, ირაკლი დოკვაძე კი იქცა მარადიულ პატიმრად რადგან ირაკლი დოკვაძე დღემდე თავს დამნაშავედ არ ცნობს, არ ითხოვს შეწყალებას. რეაბილიტირებული ბრალდებებიდან და მსჯავრიდან წარმოშობილ ნასამართლობის საფუძველზე კი, მას დარჩენლი აქვს 17 წელი პატიმრობა. ირაკლი დოკვაძე სასჯელს იხდი ქსნის N15 სასჯელარსრულების დაწესებულებაში. ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაზე ხელს აწერს უამრავი ადამიანი, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები თუ უბრალოდ საქართველოს მოქალაქე საქართველოში თუ უცხოეთში .მას თითქმის მთელი ცხოვრება ელოდება დღეს უკვე დაუძლურებული, მოხუცი და ავადმყოფი დედა. და მოგმართავთ ქალბატონო პრეზიდენტო! გთხოვთ არა შეწყალებას, არამედ იმ აბსურდული ნასამართლობის მოხსნას ირაკლი დოკვაძის მიმართ, რომელიც 1995 წლის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული განაჩენის შედეგად პარადოქსულად წარმოიშვა, იმ დროს, როდესაც ირაკლი დოკვაძე არა ერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ პოლიტიკურ.პატიმრად აღიარა და არ დაკარგა თავისი სამართლებრივი ძალა მას შემდეგ, რაც ირაკლი დოკვაძე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადწყვეტილებით(9 მოსამართლის შემადგენლობით მიღებული უპირობო გადაწყვეტილებით) სამართლებრივად რეაბილიტირებული იქნა. მოგმართავთ ქალბატონო სალომე და ველოდებით თქვენგან მიმდინარე მოვლენების ფონზე ერთადერთ გადაწყვეტილებას -ადამიანურობის, სამართლიანობის და კანონიერების შესაბამისობას!
პატივისცემით,ირკლი დოკვაძის ადვოკატი თამთა ბუზალაძე 15.05.2020წ.
კომენტარები