ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე: დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, საუკეთესო გამოსავლის ნახვას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საკითხზე, აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, საუკეთესო გამოსავალი გამოიძებნება. მისივე თქმით, ამ თემის გარშემო არაფერია ისეთი, რაზეც დალაპარაკება და მოლაპარაკება არ შეიძლება.
„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, შევძლებთ, ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, საუკეთესო გამოსავლის ნახვას. ივნისის მესამე კვირაში მაქვს ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში და იქაც, ბუნებრივია, განიხილება ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ, საბოლოო ჯამში, ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, საუკეთესო გამოსავლის ნახვას. არაფერი არ არის ისეთი, რაზეც არ შეიძლება დალაპარაკება და მოლაპარაკება, მთავარია, რომ სრული ძალისხმევა ჩავდოთ ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.