ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას პარტიაზე – ეს რეალური პარტია ვერ იქნება
ეს პარტია რეალური პარტია ვერ იქნება, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას მიერ პარტიის შექმნა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არის ცდუნება, რომ გაჩნდეს ახალი პარტიები, თუმცა, მას რეალური რესურსი სჭირდება.
„მგონი, ეს არ არის მაინც და მაინც პოლიტიკურად აქტუალური საკითხი, არის ცდუნება, რომ გაჩნდეს ახალი პარტიები, თუმცა, რესურსი სჭირდება რეალური პარტიის შექმნას. ბუნებრივია, ეს პარტია რეალური პარტია ვერ იქნება”,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ დღეს, ახალი პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის”, შექმნა დააანონსა.