ირაკლი კობახიძე მელიაზე:„კაცობის არავითარი ნიშანწყალი არ აქვს…“

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის,  ნიკა მელიას შესახებ განაცხადა:

-„ეს არის ადამიანი, რომელსაც კაცობის არავითარი ნიშანწყალი არ აქვს, ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მისი მხრიდანაა ჩადენილი და ის რიტორიკა, რომელსაც დღეს მისგან ვისმენდით.

არ გადავიხდი, –  ვერ დამიჭერთ! ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ისიც ძალიან კარგად გახსოვთ, –  არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა ვერ უშველეს , ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ. „ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს.“

კომენტარები