ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა და მისგან ჯარსა და პოლიციაზე შეტევა არ გვიკვირს

„პოლიციასა და ჯარზე შეტევა, არა ინსტიტუციებზე, არამედ სახელმწიფოზე შეტევაა, რითაც ეს პოლიტიკური ძალა 9 წლის განმავლობაში გამოირჩეოდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ძალები სახელმწიფოს ებრძოდნენ და არა ინსტიტუციებს.

„მათ მთლიანად მოშალეს ინსტიტუტები სახელმწიფოში, მაგრამ ეს იყო არა ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ეს იყო თავისი არსით სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა და ასეთი იყო ის 9 წლის განმავლობაში. ამიტომ არ გვიკვირს შეტევა არც ჯარზე და არც პოლიციაზე. ეს არის მათი ანტისახელმწიფოებრივი ბუნების გამოვლინება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები