ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ტელედებატებში მონაწილეობას სთავაზობს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი „ღამის კურიერის“ეთერში ინიციატივით გამოვიდა, – ოპოზიციისა და ხელისუფლების წევრები ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდებიან.

-„გთავაზობთ, შევქნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები, გარწმუნებთ, დამტკიცდება ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია.ახლა თემა ხომ არის კონკრეტული – საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები, მანიპულაცია. დავსხდეთ დებატების ფორმატში და დავამტკიცებთ უტყუარად იმას, რომ ყველაფერი რასაც ისინი ამბობენ, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, არის სპეკულაციები და მანიპულაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები