ირაკლი კობახიძე: საოლქო კომისიების წინ აქციები მოწმობს იმას, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი საერთოდ არ არის რამეს დაზუსტება

საოლქო კომისიების წინ აქციები მოწმობს იმას, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი საერთოდ არ არის რამეს დაზუსტება. პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების, გამომდინარე იქიდან, რომ ხმების გადათვლა დაადასტურებს იმ შედეგებს, რომელიც დაფიქსირდა ცესკოს მიერ. ვგულისხმობ წინასწარ შედეგებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ახორციელებს დესტრუქციას, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და დაზუსტებაც ამას აჩვენებს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ იმოქმედონ ისე, როგორც შეშვენის პოლიტიკურ კულტურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები