„ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად“

თავდაცვის ყოფილი მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„გარეთ 21-ე საუკუნეა. 30 წელი ხდება დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ჩვენს ქვეყანას კი “ვიში” -ს მთავრობა ჰყავს გახარიას და სხვების სახით. რუსებმა და ივანიშვილმა ჩათვალეს, რომ გავრილოვის ღამეში მაღალი ფასის გადახდა მოუხდათ პროპორციული არჩევნების დათმობის სახით. ამ ფასის ანაზღაურება გახარიას გაპრემიერებით გადაწყვიტეს. გიორგი გახარიას გაპრემიერებით ივანიშვილმა და რუსებმა პროცესების რადიკალიზაცია დაიწყეს. ჩვენ ყველამ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ აქედან, თუ რა სახის არჩევნები ჩატარდება 2020 წელს. შესაბამისად, მხოლოდ დასავლეთის შეფასებების იმედზე არ უნდა ვიყოთ და “სწორად” უნდა მოვემზადოთ. გახარიას გაპრემიერებით რუსებმა საქართველოს 20% -ის ოკუპაცია ხელისუფლების 100% -იანი ოკუპაციით დაასრულეს. დარწმუნებული ვარ ივანიშვილმა უკვე უპატაკა პუტინს: “თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოქრუაშვილის განცხადებას ფეისბუქზე გამოეხმაურა:

„ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად. ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ.

ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს. არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი გამბედაობა. ის სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არა უშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ“.

 

 

 

კომენტარები