ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, ასლან ვაშაყმაძე ხალხს „პოლიციელების აჩეხვას“ მოუწოდებს

ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა. ვაშაყმაძე ხალხს „პოლიციელების აჩეხვას“ მოუწოდებს. მძიმე შინაარსის ხუთ წუთიან ვიდეოში ის ერთგვარ მსხვერპლ შეწირვაზე ამახვილებს ყურადღებას.

მოგვიანებით ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა, მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, აცხადებს, – ყველანაირ ძალადობას ემიჯნება. „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ასლან ვაშაყმაძე, რეგისტრირებული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად.

ასლან ვაშაყმაძე ოქრუაშვილის პარტიამდე, ნაციონალური მოძრაობის რიგებში ირიცხებოდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, – ოპოზიციური პარტიები ემიჯნებიან მსგავს მოწოდებებს, – ტრიბუნას ვაშაყმაძეს აღარ დაუთმობენ“.

კომენტარები