„ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“

ასლან ვაშაყმაძის განცხადებასთან დაკავშირებით  გამოძიება აჭარის პოლიციას არ დაუწყია, მაგრამ განცხადება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა განაცხადა.

-„ვაშაყმაძის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, სავარაუდოდ, სხვა განყოფილებაში დაიწყება. განცხადება დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს“, – განაცხადა ირაკლი ჭედიშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა სოციალურ ქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გაავრცელა. 

კომენტარები