ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძეს ტყუილში ამხელს და წერს – სიტყვა უკვე კონტრაქტია და ორივეს საქციელს გადაგდება ჰქვია. საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?

ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში Helen Khoshtaria-ს დაუყენოს კანდიდატი ვაკეში, მაშინ როდესაც საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ელენეს მხარს უჭერდა და კონკურენტს არ დაუყენებდა.

ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა – პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო.

სიტყვა უკვე კონტრაქტია და ორივეს საქციელს გადაგდება ჰქვია. საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?

ვამბობ ხაზარაძეს და ვგულისხმობ ლელოს გადაწყვეტილებისმიმღებ ყველა ლიდერს.
წერს – ირაკლი ორუაშვილი


მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები