ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

ის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.

ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე  მოწმის სტატუსით, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 23 ივლისს გამოიკითხა. გამოიკითხნენ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც – ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ბარამიძეგიგი უგულავახატია დეკანოიძე და გუბაზ სანიკიძე.

20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

კომენტარები