ირაკლი ქადაგიშვილი: „ამნისტია პოლიციელებსაც შეეხებათ, ეს დოკუმენტში“

19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ამნისტია პოლიციელებზეც გავრცელდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

-„ამნისტია ნიშნავს, – ვისაც რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას ეს დანაშაული ეპატიოს. ის პოლიციელები, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო პასუხისგებაში არიან მიცემული, მათაც შეეხებათ ეს კანონპროექტი. ხუთპუნქტიან დოკუმენტში ეს უკვე დევს, პარტიებმა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ჩვენი ვალდებულებაა, –  ხუთპუნქტიანი დოკუმენტის სულისკვეთება კანონპროექტში სრულად იყოს ასახული და იქნება ასახული”.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი – მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები