ირაკლი ღარიბაშვილის გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, მაგრამ “ფიცი გვწამს ბოლო გვაკვირვებს” ბატონო ირაკლი

რა თქმა უნდა ბოკერია – სააკაშვილები მტრული ძალაა, რომელიც უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას და გასამართლდნენ ჩადენილი დანაშაულებისთვის, მაგრამ ქართული ოცნების ბრძოლა ბოკერიებთან, მხოლოდ ტელე_ეთერებით შემოიფარგლება და არცდება საბრიფინგო სივრცეს, ამაზე რა პასუხი გაქვთ ???

რატომ არ არის 20 _ 30 კაცზე მეტი დაკავებული ???
რეჟიმის მთავარი იდეოლოგები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობას იღებდნენ ადამიანების წამებაში დღეს მორალს აქეთ გკითხავთ.

პარლამენტმა რატომ ჩააგდო პატრიოტთა ალიანსის რეზოლუცია ? რომელსაც ხელი ნახევარმა მილიონმა მოქალაქემ მოაწერა.

რატომ აქვს პროკურატურას თაროზე გამოუძინებელი დანაშაულები ???

ქართული საზოგადოების აბსოლიტური უმრავლესობა სოლიდარულია და უფრო მეტიც ითხოვს “რეჟიმის” გასამართლებას.

კობახიძე – მდინარაძის დუეტი ხელს აფარებს და “ხელოვნური სუნთქვებით” აცოცხლებს ძალას, რომელიც 2012_წელს დაამარცხა ქართველმა ხალხმა.

ქართული ოცნების 8 წლიანი მოღვაწეობა პოლიტიკურად გაკოტრებული ჯგუფის რეინკარნაციას უფრო წააგავს, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის მცდელობას.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები