ირაკლი ღარიბაშვილი: „ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს“ – საქართველო-ესპანეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება
-„28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით“, – წერს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.
28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი „დინამო-არენაზე” 28 მარტს გაიმართება.