ირაკლი ღარიბაშვილი – რადას თავმჯდომარესთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან. შევთანხმდით, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას როგორც ასოცირების ტრიოს წევრებს შორის, ასევე ტრიოსა და ევროპარლამენტს შორის”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები