ირაკლი ღარიბაშვილი რომან გოცირიძეს – „რისი მიღწევა გინდათ? თქვენ რომ ახსენეთ, მაგარი კაცი ხართ?“
პარლამენტში, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიში გააცნო.
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვას, რატომ არიდებს პრემიე-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელის ხსენებას?
-„რატომ გაიხადეთ თავი დასაცინად კატარში, როდესაც დაგისვეს შეკითხვა, ენდობით თუ არა პუტინს?! პუტინს რატომ არ ახსენებთ?! “გუგლში” მოვძებნე, 2014 წლის 26 დეკემბერს ახსენეთ ბოლოს პუტინი. ივანიშვილმა დაგავალათ რომ პუტინზე ხმა არ ამოიღოთო?! რატომ აარიდეთ თავი პუტინზე შეკითხვას?!
-„რატომ არ ვახსენებ რუსეთის პრეზიდენტის სახელს, – პუტინს? რა მერე? რისი მიღწევა გინდათ? რას მოვუტან მაგით ან ქვეყანას, ან ხალხს? ან თქვენთვის რას მოვიტან, რისი ჩვენება გინდათ? თქვენ რომ ახსენეთ, მაგარი კაცი ხართ?“