ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტულ ბიზნესზე: „უზარმაზარი მოგებით მუშაობენ-მედიკამენტების ფასები გონივრულ ჩარჩოებში მოქცევას საჭიროებს“

-„საქართველოში მედიკამენტების ფასები გონივრულ ჩარჩოებში მოქცევას საჭიროებს. შესაძლებელია, ამ  საკითხში  ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება. საკითხი არის მიშვებული და უზარმაზარი მარჟებით, უზარმაზარი მოგებით მუშაობენ, ზრდიან მედიკამენტის ფასს ისე, – არავითარი კონტროლი და არავითარი რეგულაციების საშუალება არ გვაქვს, რაც მიუღებელია. საჭიროებს გარკვეულ გონივრულ ჩარჩოებში მოქცევას, საკითხის დარეგულირებას“, – განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები