ირაკლი ღარიბაშვილი: „104 წლის წინ, 1917 წლის 25 მარტს, ქართულმა ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია. ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“

-„104 წლის წინ, 1917 წლის 25 მარტს, ქართულმა ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია. ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ეს მოვლენა გახდა ერთგვარი გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ცხოვრებაში. ჩვენ, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერი, ვადიდებდით და ვადიდებთ უფალს.
საუკუნეების მანძილზე, ჩვენი გამორჩეული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, თავდადებით ემსახურებოდნენ ქართულ ეკლესიას და სამშობლოს. ყოველთვის, როცა ჩვენს ერს და ქვეყანას მძიმე დრო ედგა, ისინი მტკიცედ გამოხატავდნენ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს. ჩვენი ქართული ეკლესიის ასეთი გამორჩეული წარმომადგენელია ჩვენი პატრიარქი, რომელიც 40 წელზე მეტია, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს, აძლიერებს, როგორც ქართულ ეკლესიას, ისე – ჩვენი ერის სულიერ სიმტკიცეს. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი პატრიარქის მიმართ, მივულოცო დღევანდელი დღე მას, წმინდა სინოდს, ქართულ ეკლესიას, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს და ვუსურვო უწმინდესს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები