ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებულ წვლილზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანეთის მხარეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.