„ირაკლი, შენ გაგზარდეს ტორტებით და სვეტურად. გოიმები რას შევეჯიბრებით იმ სვეტობას“ – შალვა ნათელაშვილი ირაკლი კობახიძეს

-„ირაკლი, შენი აზრით, ალბათ სვეტი, ოპოზიციონერი იყო მამაშენიც, რომელმაც 1991 წლის ცხელი ივლის-აგვისტო გაატარა, ზურაბ ჟვანიასთან ერთად წამოკოტრიალებულმა საქართველოს წარმომადგენლობის კიბეებთან მოსკოვში,  მოთხოვნით – გადადგეს დიქტატორი გამსახურდია.

სწორედ ამ სვეტობას მოჰყვა გადატრიალება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთ-ცხინვალის დაკარგვა, ათეულ ათასობით მოკლული ადამიანის სისხლი,  რომლითაც მერე შენ გაგზარდეს ტორტებით და სვეტურად. ჩვენ, შენი აზრით, გოიმები რას შევეჯიბრებით იმ სვეტობას“,  – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში, ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

კომენტარები