ირაკლი შიხიაშვილი: კიდევ ერთი რევოლუცია არ უნდა დავუშვათ, ბოკერიას ხროვას ქვეყანა არ ავარევინოთ

“ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იქ მყოფი ახალგაზრდების მიმართ პატივისცემას გამოხატავს.

ირაკლი შიხიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

“მინდა ყველა ახალგაზრდას, რომელიც ერის ღირსების დაცვის სურვილმა, გარეწარი ოკუპანტის თავხედობის ალაგმვის სურვილმა გამოიყვანა ქუჩაში, ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გამოვუხატო!

თითოეული დაღვრილი სისხლის წვეთისთვის, როგორც ჩვენი ახალგაზრდების, ისე ჩვენი პოლიციელების, უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი ოცნების კოლექტიურმა ნაძირალა ქუცნაშვილებმა და კოლექტიურმა ნაძირალა ბოკერიებმა!

მათ ნაწილობრივ მოახერხეს დესტაბილიზაცია!

რევანშისტული, ანტისახელმწიფოებრივი ძალები (ევრონაცები, ნაცები, ოცნებაში მოკალათებული მათი პარტნიორები) უტიფრად ცდილობენ ჩვენი ხალხის, ახალგაზრდობის სამართლიანი პროტესტი, საკუთარი ბინძური ზრახვებისთვის გამოიყენონ!

ისინი, რუსი ოკუპანტების დავალებებს, მონური ერთგულებით ასრულებენ!

მათ მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი ჟინი ამოძრავებთ! როდისმე მოგისმენიათ რომელიმესგან ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური სამოქმედო გეგმა?!
არა!

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ეს უზნეო პოლიტიკანები, რომელიც ჩვენი ღირსეული შვილების სისხლის ხარჯზე ეპოტინებიან სკამებს (მაგალითი ნეხვის კასრი გუბაზი და მისნაირებია!)
უნდა დაისაჯონ!

და დაისჯებიან!

ქვეყანა მუდმივად ვერ ივლის რევოლუციების გზით!

ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებით უნდა იცვლებოდეს!

ჩვენ კიდევ ერთი რევოლუცია არ უნდა დავუშვათ!

ჩვენი შვილების სიყვარული გვავალდებულებს ბოკერიას ხროვას ქვეყანა არ ავარევინოთ!”

ირაკლი შიხიაშვილი ოკუპანტ ქვეყანასთან კავშირსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ადანაშაულებს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს:

“აი ვინ გვიწყობს დესტაბილიზაციას მთელ ქვეყანას და ვის უნდა მოსთხოვოს ერმა უმკაცრესად პასუხი!
ეს ფოტოები ყველა კითხვას პასუხს სცემს!”- წერს შიხიაშვილი.

კომენტარები